ერთეულების ჯოხებით წილადების მიმატება & გამოკლება

საკითხები: წილადები; ტოლი წილადები; შედარება; მიმატება; გამოკლება

მასალები: ერთეულების ჯოხები; ფურცლები და კალმები; 1სმ უჯრიანი ფურცლები

 

ამოხსენი წილადების მიმატება-გამოკლების ამოცანები ერთეულების ჯოხებით.

რატომ არის კარგი აქტივობა

ერთეულების ჯოხების წილადებად აღქმის გააზრებით ძალიან მარტივია წილადების მიმატების და გამოკლების შესწავლა. ეს აქტივობა ხელშესახები და ვიზუალური გზაა იმისთვის, რომ შევკრიბოთ და გამოვაკლოთ წილადები.

დაწყება

  • დაურიგე ჯოხები მოსწავლეებს და გამოაცხადე, რომ ყავისფერი ჯოხი არის „1“. შემდეგ დასვი შეკითხვები:

 

  1. რას უდრის ღია მწვანე ჯოხი? 3/8
  2. რას უდრის ლურჯი ჯოხი? 9/8 ან 1 1/8
  3. რას უდრის ღია მწვანე ჯოხს მიმატებული ლურჯი ჯოხი? 12/8 ან 1 4/8 ან 1 1/2
  4. რას უდრის ლურჯ ჯოხს გამოკლებული ღია მწვანე ჯოხი? 6/8 ან 3/4

მიეცი მოსწავლეებს დაახლოებით ხუთი წუთი რომ იმუშაონ პასუხზე. მიანიშნე, რომ მათ უნდა დაწერონ, რაც შეიძლება ნათელი არგუმენტი, რათა დაიცვან საკუთარი აზრი. მაგალითად 1/2 ან 2/4.

გაუზიარეთ ერთმანეთს პასუხები და ახსენით სხვადასხვა გზები, რითაც მივიდნენ ამ პასუხებამდე. მე-3 და მე-4 კითხვების შემთხვევაში დარწმუნდი, რომ ახსნა ვრცელი და სრულია. მაგალითად:

 

  1. ღია მწვანე + ლურჯი =  3/8 + 9/8 = 12/8 = 1 4/8 = 1 1/2
  2. ლურჯი – ღია მწვანე = 9/8 – 3/8 = 6/8 = 3/4

მთავარი გააზრება აქ ისაა, რომ ყველაფერი განვსაზღვროთ მერვედებად, რის შემდეგაც მიმატება და გამოკლება ტრივიალურია. მნიშნველოვანია, რომ ეს ხმამაღლაც გააჟღერო:

 

  1. ღია მწვანე + ლურჯი = 3 მერვედი + 9 მერვედი = 12 მერვედი
  2. ლურჯი – ღია მწვანე = 9 მერვედი – 3 მერვედი = 6 მერვედი

იმისთვის რომ გაიაზრონ ტოლი წილადები, აჩვენე, რომ თითოეული ჩანაწერი არის წილადის სხვადასხვანაირი წარმოდგენის ფორმა. მაგალითად:

 

  1. 12/8 = 12 თეთრი ჯოხი; 1 4/8 = ყავისფერი ჯოხი + 4 თეთრი ჯოხი; 1 1/2 = ყავისფერი ჯოხი + იისფერი ჯოხი. 

ამ წილადების ექვივალენტურობის შემოწმება მარტივია შესაბამისი ჯოხების სიგრძეების შედარებით.

 

ახლა პირიქით ვცადოთ. რა მოხდება თუ  7/8 + 12/8? როგორ აეწყობა ეს ერთეულების ჯოხებით? რა არის პასუხი? 

აცადე მოსწავლეებს, რომ ჯერ თვითონ იმუშაონ აწყობით, დახატვით და დაწერით.

 

ამ შემთხვევაში ჯამის მოდელი არის: (შავი ჯოხი) + (ყავისფერი + წითელი ჯოხი) = 7 მერვედი + 10 მერვედი = 17 მერვედი = 2 1/8

სამუშაო

როდესაც ამ მაგალითებზე იმუშავებ მოსწავლეებთან ერთად, უთხარი, რომ მსგავსი სავარჯიშოების გაკეთება დამოუკიდებლად მოუწევთ. გვაქვს მარტივი და რთული ვარიანტები, საიდანაც თვითონ შეუძლიათ აარჩიონ რომელი ურჩევნიათ. ქვემოთ მოცემულია სამუშაო ფურცლები ამოსაბეჭდად.

სააზროვნო კითხვები

  • რას უდრის ეს წილადი?
  • მოდი წინასწარ განსაზღვრე რას უდრის თითოეული ჯოხი იქამდე, სანამ დაიწყებ.

შეჯამება

გამოწვევა:

  1. რას უდრის 6/8 + 7/8 – 4/8?
  2. რას უდრის 3/4 + 7/8 – 1/2?

რა საერთო აქვს ამ ორ შეკითხვას? რეალურად, ზუსტად ერთსა და იმავე რაოდენობებს წარმოადგენენ. რომელია უფრო მარტივი ამოსახსნელად? (ალბათ პირველი, რადგან აქ უბრალოდ 6 მერვედს + 7 მერვედი – 4 მერვედი = 9 მერვედია). ჰკითხე მოსწავლეებს როგორი ტიპის შეკითხვები ურჩევნიათ, პირველი თუ მეორე? შეუძლიათ თავად გახადონ მეორე კითხვა პირველის მსგავსი? როგორ?

რჩევები

  • დაურიგე 1სმ-იანი უჯრებიანი ფურცლები, იმისთვის, რომ ზედ დააწყონ ჯოხები და უფრო მარტივად იმუშაონ.

სამუშაო ფურცლების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top