ნალები

საკითხები: არითმეტიკა (+, -, x, ÷); ვარაუდი; შედარება

მასალები: კარტი/კამათელი; ფურცელი; ფანქარი; დაფა.

 

რამდენად ახლოს შეგიძლია მიხვიდე სამიზნე რიცხვთან მოცემული 4 ციფრის გამოყენებით? 

რატომ არის კარგი თამაში

თამაში არითმეტიკულ პრაქტიკას კომპლექსურ აზროვნებასთან აერთიანებს. მოსწავლეები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და მაშინვე იღებენ უკუკავშირს მათ მიერ არჩეული სტრატეგიების ეფექტურობაზე. ეს არის ძალიან სახალისო და სწრაფი თამაში, რომელიც საშუალებას იძლევა ბავშვებმა მათემატიკას უფრო შემოქმედებითად შეხედონ. მისი გამოყენება კარგია გამხსნელად, ან პატარა ჯგუფში სათამაშოდ.

როგორ ვითამაშოთ

თამაში შესაძლებელია მთელ კლასში, ან პატარა ჯგუფებში. 

დასტიდან უნდა დავტოვოთ მხოლოდ 1-დან 9-ის ჩათვლით კარტები. ასევე შეგიძლია გააგორო კამათლები, რომ მიიღო 1-6-მდე, ან 0-9-მდე ნებისმიერი რიცხვი. 

მასწავლებელი/ლიდერი ირჩევს ორ კარტს, რომელთა საშუალებითაც ადგენს ორნიშნა რიცხვს და წერს დაფაზე, ეს არის სამიზნე რიცხვი. (საწყის ეტაპზე, სამიზნე რიცხვად გამოიყენე 12, 24, ან 18, რომ გაამარტივო თამაში)

შემდგომ მასწავლებელი/ლიდერი ირჩევს კიდევ 4 კარტს და შესაბამის ციფრებს წერს დაფაზე.

 

თამაშის მიზანია მხოლოდ ამ 4 ციფრის გამოყენებით შევადგინოთ მოქმედებები ისე, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ სამიზნე რიცხვს. ვინც ყველაზე მეტად მიუახლოვდება (არ აქვს მნიშვნელობა დააკლდება რამე, თუ გადაამატებს), ის იგებს.

 

შესაძლებელია გამარჯვებულის სხვაგვარი გამოვლენაც: თითოეულ მონაწილეს თამაშის ბოლოს ეწერება ის ქულა, რა განსხვავებაც მის მიერ მიღებულ რიცხვსა და სამიზნე რიცხვს შორის არის. მაგ. 3 თამაშის შემდეგ ვისაც ყველაზე ნაკლები ქულა შეუგროვდება, ის იგებს.

 

მსგავსი თამაში შეიძლება გამრავლება-გაყოფაზეც.

მაგალითი

ლიდერი ირჩევს 3-იანს და 7-იანს და დაფაზე წერს 37-ს.

შემდგომ კარტიდან არჩევს 4 ციფრს: 2,4,4 და 9.

 

მას შემდეგ, რაც დაფაზე ყველა ეს მონაცემი დაიწერება, მონაწილეებს აქვთ 3 წუთი, რომ თავისთვის ჩამოწერონ შესაძლო ვარიანტები.

3 წუთის გასვლის შემდგომ, ვისაც მზად ექნება პასუხი მასწავლებელი/ლიდერი შეეკითხება რა მიიღეს და როგორ.

 

 

მოსწავლე 1: მე მივიღე 43, ავიღე 49-4-2 (მისი ქულა იქნებოდა: 6)

მოსწავლე 2: მე ზუსტად 37, 44-9+2 (მისი ქულა იქნებოდა: 0)

 

ვარიაციები

შეგვიძლია წავახალისოთ არითმეტიკული პრაქტიკა სხვადასხვა სამიზნე რიცხვის შერჩევით. მაგალითად: 

  • შეარჩიე 3, ან 4 ნიშნა რიცხვები სამიზნედ. ეს ასევე ხელს უწყობს გამრავლებაში ვარჯიშსაც. 
  • წილადების ნალი: სამიზნე რიცხვად აირჩიე წილადი (მაგ. 3/7, 37-ის მაგივრად).

შეგიძლია არ მოითხოვო 4-ვე შერჩეული ციფრის გამოყენება და ამით გაამარტივო თამაში, ან უბრალოდ 3 ციფრი შეარჩიო.

სააზროვნო შეკითხვები

  • რამდენად ახლოს შეძელი მისვლა? 
  • შემიძლია ძალიან მივუახლოვდე 37-ს ამ მოქმედებით (4×4)+9+2=28. ხომ არ შეგიძლია გააუმჯობესო ეს ამოხსნა?
  • რა იქნებოდა მხოლოდ 4, 9 და 2 რომ გამოგეყენებინა? 
  • ყოველთვის შესაძლებელია სამიზნე რიცხვის მიღება?

 

დამატებით

  • შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ შესაძლებელია, თუ არა ზუსტად სამიზნე რიცხვის მიღება?
  • შეგვიძლია, თუ არა წინასწარ შევაფასოთ რა რიცხვების გამოყენება აჯობებს?
  • შესაძლებელია მხოლოდ კენტი რიცხვებით ლუწი რიცხვის მიღება?
  • შესაძლებელია მხოლოდ ლუწი რიცხვებით კენტი რიცხვის მიღება?

რჩევები

  • გაამარტივე თამაში უფრო პატარა და მარტივად მიღწევადი სამიზნე რიცხვებით, როგორიცაა 12, 18 და 24. 
  • შეგიძლია ასევე გაამარტივო თამაში 4-ის მაგივრად, 3 ციფრის გამოყენებით.
  • შესაძლებელია მისცე საშუალება, რომ არ გამოიყენონ 4-ვე ციფრი საბოლოო გამოსახულების შედგენისას. მაგალითად, შეუძლიათ, გამოიყენონ მხოლოდ 3 ციფრი, ან რამდენჯერმე გამოიყენონ რომელიმე.
  • საკმათოდ თანამშრომლობითი თამაშია. ნუ აქცევ მას შეჯიბრად, რადგან ეს უფრო მეტად ჯგუფური გამოწვევაა.
  • მოსწავლეებს შესაძლოა დასჭირდეთ 3 წუთზე მეტი გამოსახულებების მოსაფიქრებლად. თუ მონდომებულები არიან და მუშაობენ, შეგიძლია დაუმატო დრო და შეამცირო რაუნდების რაოდენობა.
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top