Prime Climb

საკითხები: გამრავლება; გაყოფა; მიმატება; გამოკლება; ხარისხები

მასალები: Prime Climb სამაგიდო თამაში

 

შეგიძლია მიიყვანო შენი ფიგურა 101-ზე?

რატომ არის კარგი თამაში

ეს თამაში შექმნილია ისე, რომ შესთავაზოს მოსწავლეებს უფრო სახალისო გზა, რომ აღმოაჩინონ კომპლექსური არითმეტიკული პრობლემები და გაიაზრონ ჯერადები.

დაწყება

აჩვენე მოსწავლეებს დაფის ფერების სქემა და გამრავლების ცხრილი, ჰკითხე რას ამჩნევენ. უფრო კონკრეტულად, რა დამოკიდებულებაა ფერებსა და სქემას შორის? მიეცი მოსწავლეებს დრო განიხილონ. 

მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვა, რომ თუ გამრავლების დაფაზე შეხედავენ ორ რიცხვს და გაამრავლებენ (მაგ. 7 x 8), პასუხს ექნება ზუსტად იგივე ფერები, რაც თითოეულ თანამამრავლს ერთად (7 არის იისფერი, 8 არის 3 სტაფილოსფერი, 56 – იისფერი და 3 – სტაფილოსფერი).

 

დაყავი კლასი პატარა გუნდებად, ან წყვილებად. თითო გუნდი ირჩევს ერთ ფერს სათამაშოდ. თითო გუნდს ორი ფიგურა აქვს, დადგით ისინი 0-ზე. მიზანია მივიდეთ 101-ზე. (ეს არის თამაშის სწრაფი ვერსია. სრულ ვერსიაში მიზანია ორივე ფიგურის 101-მდე მიყვანა). აუხსენი მოსწავლეებს წესები დემონსტრირებული მაგალითებით.

როგორ ვითამაშოთ

თითო სვლა შედგება ოთხი ფაზისგან:

  1. გააგორე. გააგორე კამათლები. მიიღებ ორ რიცხვს 1-დან 10-ს ჩათვლით სამოძრაოდ. თუ გააგორებ წყვილს, ამ რიცხვს იყენებ 4-ჯერ, ნაცვლად 2-სა. (კამათელზე 0 ნიშნავს 10-ს).
  2. გაიარე. გაამოძრავე შენი ფიგურა(ები). მიუსადაგე კამათელზე ამოსული რიცხვი რიცხვს, რომელზეც გიდგას ფიგურა, შენით აარჩიე იქნება ეს +, -, x, თუ ÷. ასევე შეგიძლია გამოიყენო შენახვის კარტი, თუ ამოგივა.
  3. დაიპყარი. თუ შენს ფიგურას დაასვავ ოპონენტის (ან შენი თავის) ფიგურაზე ზემოდან, დააბრუნე ის სტარტზე.
  4. აიღე. თუ შენი სვლა ისე დასრულება, რომ ფიგურა სრულ წითელ რგოლზე გეყოლება, აიღე კარტი. თუ შენახვის კარტია, შეინახე შემდეგი სვლისთვის, ან მაშინვე გამოიყენე.

როდესაც ვინმე დასვამს ფიგურას ზუსტად 101-ზე, ის იგებს თამაშს. არ გაქვს უფლება რომ გასცდე დაფას.

მაგალითი

თუ გიდგას ფიგურები 4-ზე და 26-ზე და გააგორე 3 და 9. შეგიძლია:

  • მიუმატე 3 შენს 4-ს და გადადი 7-ზე, შემდეგ გაამრავლე 9-ზე და გადადი 63-ზე.
  • გაამრავლე 3 შენს 26-ზე და გადადგი 78-ზე, შემდეგ მიუმატე 9 და ადი 87-ზე.
  • მიუმატე 9 შენს 4-ს რომ გადადგა 13-ზე, შემდეგ გაამრავლე 3 შენს 26-ზე და მეორე ფიგურა გადადგი 78-ზე

 

ვინაიდან 13 არის სრულად წითელი, შენ იღებ კარტს. შენ არ შეგიძლია რომ ჯერ მიუმატო 3 და 9 ერთმანეთს და შემდეგ გამოიყენო 12. სათითაოდ უნდა გამოიყენო ეს რიცხვები.

სამუშაო

როდესაც მოსწავლეები გაიაზრებენ წესებს, ათამაშეთ ეს თამაში. პირველ ეტაპზე მათ აუცილებლად ექნებათ კითხვები და ამისთვის მზად იყავი. შეიძლება მთლიანი თამაშის წესების შეხსენება მოგიწიოს, ან რამდენიმე მოსწავლეს კონკრეტულ სვლაზე დაეხმარო დამხმარე კითხვებით.

სააზროვნო შეკითხვები

  • შეგიძლია რომელიმე ფიგურა წითელზე დასვა ამ გაგორებით?
  • შეგიძლია ვინმეს ფიგურა გადააგდო 0-ზე?
  • შენ გააგორე 3 და 5. რა მოხდება, თუ ჯერ 3-ს მიუმატებ და მერე გაამრავლებ 5-ზე?
  • თუ გამოაკლებ, შეგიძლია წითელზე დაჯდე და კარტი აიღო!

შეჯამება

შეაჯამეთ ყველა დარჩენილი კითხვა წესებთან დაკავშირებით. ჰკითხე მოსწავლეებს, თუ რა სტრატეგია იპოვეს თანაშის განმავლობაში. მაგალითად, რამე აზრი აქვს მიმატებას იმისთვის, რომ 50-ს გავცდეთ? თუ ამას ვიზამთ ხომ ვეღარ გავამრავლებთ? რამდენად მნიშვნელოვანია კარტების ქონა თამაშში? მინიმუმ რამდენ სვლაში შეგიძლია მიხვიდე 101-ზე?

რჩევები

  • აიღე რამე ყუთი, სადაც გააგორებენ კამათელს, მაგალითად თამაშის ჩასადები, რომ ძირს არ დაეცეს.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ გამრავლების ცხრილი, ფურცელი და კალამი თამაშის დროს.
  • მათ შეიძლება არ მოეწონოთ 0-ზე დაბრუნება თამაშის დასაწყისში. თუმცა მალევე აუღებენ ალღოს და სწრაფი პროგრესით წავლენ წინ კარგ გაგორებებზე, განსაკუთრებით თუ წყვილს გააგორებენ.
  • წაახალისე მოსწავლეები კარტების აღებისკენ. ეს კარგი მინიშნებაა თამაშის მოსაგებად.
  • იმისთვის, რომ წესები არ აერიოთ, გამოიყენე განსაზღვრული ლექსიკა, განსაზღვრე რა არის სვლა, ფაზა, გაგორება, გავლა, დაპყრობა, აღება.
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top