99

საკითხები: გამოკლება; ლოგიკა; სტრატეგია

მასალები: 100-ეულის დაფა; ფანქარი; ფურცელი

 

როგორ შეგიძლია თქვა 0 პირველმა? 

რატომ არის კარგი თამაში

ეს არის კიდევ ერთი ნიმ-ის ტიპის თამაში, 31-ის მსგავსი.

მშვენიერი გაგრძელებაა გამოკლებაში სავარჯიშოდ და მსგავსი სტრატეგიის აღმოსაჩენად.

დაწყება

სთხოვე რომელიმე მოსწავლეს, რომ შენ წინააღმდეგ ითამაშოს და ითამაშეთ ერთი ხელი საჩვენებლად.

როგორ ვითამაშოთ

99-ს ჰყავს 2 მოთამაშე. თამაში იწყება 99-დან და ყოველ ჯერზე აკლდება რაიმე რიცხვი 1-13-ის ფარგლებში. ვინც პირველი იტყვის “0-ს”, ის იგებს. 

მაგალითი

მოთამაშე 1: 99

მოთამაშე 2: 99-ს გამოკლებული 13 არის 86

მოთამაშე 1: 86-ს გამოკლებული 11 არის 75

მოთამაშე 2: 75-ს გამოკლებული 5 არის 70

მოთამაშე 1: 70-ს გამოკლებული 9 არის 61

მოთამაშე 2: 61-ს გამოკლებული 2 არის 59

მოთამაშე 1: 59-ს გამოკლებული 12 არის 47

მოთამაშე 2: 47-ს გამოკლებული 13 არის 34

მოთამაშე 1: 34-ს გამოკლებული 13 არის 21

მოთამაშე 2: 21-ს გამოკლებული 7 არის 14. მე ვიგებ!

მოთამაშე 1: უჰ ოჰ. 14-ს გამოკლებული 6 არის 8.

მოთამაშე 2: 8-ს გამოკლებული 8 არის 0. მოვიგე!

 

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიგებენ თამაშის წესებს, მიეცი მათ დრო, რომ ითამაშონ ერთმანეთის წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ დაიყოფიან სამეულებად, სადაც 2 მოსწავლე ითამაშებს, 1 კი დააკვირდება. შემდეგ ჯერზე კი შეცვლიან როლებს.

იმისათვის, რომ დაინახო რას აკეთებენ მოსწავლეები, შეგიძლია ისინი გამოიწვიო.  მათ ექნებათ სხვადასხვა იდეები იმის შესახებ, თუ რომელი სტრატეგია მოაგებინებთ თამაშს. საუკეთესო გზა კი იმის საჩვენებლად, რომ მათი სტრატეგია არ მუშაობს, თამაშში დამარცხებაა. 

ასევე შეგიძლია შეკრიბო მთელი კლასი და იკითხო, თუ იქნება ვინმე საკმარისად მამაცი, რომ მთელი კლასის წინააღმდეგ ითამაშოს. 

სააზროვნო შეკითხვები

  • რაიმე ვარაუდი ხომ არ გაქვთ, როგორ შეგიძლიათ მოიგოთ ეს თამაში?
  • როგორ ფიქრობ, შეგიძლია მომიგო ამ თამაშში?
  • რა მოხდებოდა უფრო პატარა რიცხვით რომ დაგვეწყო თამაში? დამამარცხებდი 15-დან რომ დაგვეწყო?
  • რა არის ყველაზე დიდი რიცხვი, რომლის შემთხვევაშიც ფიქრობ, რომ დამამარცხებდი?

შეჯამება

ჰკითხე მოსწავლეებს რა კანონზომიერებები აღმოაჩინეს და რა არის მათი სტრატეგია. 

რითი ჰგავს ეს თამაში 31-ს?

რჩევები

  • ძალიან კარგია 100-ეულის დაფაზე სათამაშოდ, სადაც შეუძლიათ თითოეულ ჯერზე თავიანთი ფიგურა  1-13 უჯრით უკან გადაწიონ.
  • არ დაგავიწყდეს ხაზი გაუსვა წაგების მნიშვნელობას, იმისათვის, რომ ბავშვები არ გაბრაზდნენ, თუ წააგებენ. უთხარი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი თამაშს აგებენ, მათ საშუალება ეძლევათ უფრო დახვეწონ თავიანთი სტრატეგია.
  • წაახალისე ისინი, რომ დაიწყონ თამაში უფრო პატარა რიცხვებიდან და ჩაინიშნონ მათი მიგნებები ცხრილში. ეს საუკეთესო გზაა მომგებიანი სტრატეგიის აღმოსაჩენად. 

ასეულის დაფის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top