საკითხები: გამრავლება; გაყოფა
მასალები: ბარათები, ან ბანქო დანომრილი 1-12
რა ნომერია შენი ბარათი?
რატომ არის კარგი თამაში
სალამი არის სახალისო და აქტიური თამაში, კარგი გზაა გამრავლებაზე სავარჯიშოდ. იდეალურია გახსნისა და თავისუფალი დროისთვის.
როგორ ვითამაშოთ
(3 მოთამაშის ვერსია) აჩვენე როგორ ითამაშება თამაში ორ მოხალისესთან ერთად. მიეცი ორივე მათგანს ბარათი, რომ მიიდონ შუბლზე ყველას დასანახად. დარწმუნდი, რომ თვითონ ვერ ხედავენ საკუთარ ბარათს! უთხარი, თუ რა არის მათი ბარათების ნამრავლი. როდესაც ისინი გაიგებენ ნამრავლს, უნდა სცადონ და გამოიცნონ რა ბარათი უჭირავთ თვითონ.
მაგალითი
მოსწავლე 1-ს უჭირავს ბარათი, რომელზეც აწერია 4; მოსწავლე 2-ს კი 5. შენ ეუბნები, რომ ნამრავლია 20. მოსწავლე 1 უყურებს მოსწავლე 2-ის ბარათს და ფიქრობს, რა მაქვს მე, თუ მას აქვს 5 და ნამრავლია 20? უნდა იყოს 4, რადგან 5 x 4 = 20. ანალოგიურად ფიქრობს მოსწავლე 2-იც.
განაგრძე მოხალისეების გამოყვანა და მთელი კლასის წინაშე ათამაშე, ან გაანაწილე ბანქოები და ათამაშე მოსწავლეები 3 კაციან ჯგუფებში.
ორ მოთამაშიანი ვერსიისთვის საჭიროა, რომ თითოეულმა მოთამაშემ მიიღოს ბანქო და კიდევ ერთი, საზიარო ბანქო დადონ შუაში. თითოეული მათგანი ეუბნება მეორეს საზიარო ბარათის და მეწყვილის ნამრავლს.
რჩევები
- სალამში მარტივია სიჩქარეზე ორიენტირება, თუმცა ჯობია მოსწავლეებმა შეთანხმებულად ითამაშონ. ეცადე შეანელო ტემპი უკეთესი შედეგისთვის.
- გააკეთე მეტი ბარათი და ამოიღე ზოგი იმისთვის, რომ იმ სახის გამრავლებებზე იმუშაონ, რაზეც სამუშაო აქვთ.