კენტი გოჭი წავიდეს

საკითხები: ალბათობა; სტრატეგია; გამრავლება; მიმატება

მასალები: ორი ცალი 6-გვერდიანი კამათელი; კალამი და რვეულები

 

გააგორე კამათლები და გაამრავლე. რამდენჯერაც გინდა გაიმეორე, თუმცა თუ კენტს გააგორებ, ყველა ქულას დაკარგავ ამ სვლაზე!

რატომ არის კარგი თამაში

“კენტი გოჭი წავიდეს” არის „გოჭის“ შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება გამრავლებას. მშვენიერი სამუშაოა გამრავლებისთვის და მიმატებისთვის. რაც მთავარია, სწრაფად სვლადი და სახალისო თამაშია.

როგორ ვითამაშოთ

მასწავლებელი ირჩევს მოხალისეს, ხსნის წესებს და თამაშობს სადემონსტრაციო თამაშს. ვინაიდან მოსწავლეებმა უკვე იციან „გოჭი“, ეს თამაში ინტუიტიურად მარტივი გასააზრებელი იქნება. მოთამაშე აგორებს ორ კამათელს რამდენჯერაც უნდა. ყოველი გაგორების შემდეგ, ის ამრავლებს ამ რიცხებს. თუ ნამრავლი ლუწია, ის უმატებს ქულებს მის ამჟამინდელ ქულებს. თუ შედეგი კენტია, მოთამაშე კარგავს ყველა ქულას, რომელიც ამ სვლაზე დააგროვა. მოთამაშეს შეუძლია გაჩერდეს ნებისმიერ მომენტში და თქვას „ვინახავ“ და შეინახოს ქულები.

ითამაშეთ 300-მდე.

სააზროვნო კითხვები

  • რამე მარტივი გზა არსებობს ამ რიცხვების შესაკრებად?
  • რამდენი ქულა გაქვს ახლა?
  • ვინ იგებს?
  • დარწმუნებული ხარ რომ ესაა ნამრავლი?
  • რა სტრატეგიას იყენებ?

შეჯამება

ჰკითხე მოსწავლეებს, რისი ალბათობაა მეტი, კენტი ნამრავლის გაგორების თუ ლუწის? რამდენი კენტი რიცხვია გამრავლების ცხრილში (6 x 6 -მდე)? რამდენი ლუწი რიცხვია? როგორ არიან ისინი განაწილებულები? რაიმე კანონზომიერებას ხომ არ ხედავთ?

რჩევები

  • აჩვენე თამაში ერთი-ორჯერ მთელ კლასს (ან სადგურს). მოისმინე მათგან რჩევები (მასწავლებლისთვის) უნდა გააგორო კიდე თუ უნდა გაჩერდე? აწიონ ცერა თითები თუ ჰგონიათ რომ უნდა გააგრძელო და დაუშვან, თუ ჰგონიათ რომ უნდა გაჩერდე.
  • გაახსენე ბავშვებს, რომ ისინი ხან მოიგებენ, ხან წააგებენ. ყოველი წაგება არის შანსი, რომ ვისწავლოთ როგორ ვითამაშოთ უკეთ.
  • შეგიძლია მოსწავლეებს წინასწარ (წინა დღეს) გააკეთებინო გამრავლების ცხრილი, რაც დაეხმარებათ ამ თამაშში.

სამუშაო ფურცლის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top