კაპიკები

საკითხები: მიმატება; გამრავლება; ფული; გათვლა

მასალები: 6-წახნაგიანი კამათელი; ფურცელი და ფანქარი; ერთთეთრიანები; ხუთთეთრიანები; ათთეთრიანები

 

გააგორე კამათელი 7-ჯერ. თითო გაგორებაზე შენ იღებ 1 თეთრიანებს, 5 თეთრიანებს და 10 თეთრიანებს. ვინც ყველაზე ახლოს მივა 1 ლართან, ისე რომ არ გადააჭარბოს, მოიგებს.

რატომ არის კარგი თამაში

ეს აქტივობა მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, ის ეხმარება მათ აღიქვან რაოდენობები და დააკავშირონ ეს ფულთან, მიმატებასთან და მიახლოებასთან, ასევე ეხმარება ხუთზე და ათზე გამრავლებაში. აქტივობას მიაქვს ძალიან ცოტა დრო, ამიტომ კარგია გასახურებლად, სადგურებზე სამუშაოდ, ან გაკვეთილზე ბოლო 5 წუთის შესავსებად. ბავშვებმა შეიძლება გადააჭარბონ ლარს პირველ რამდენიმე თამაშზე, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ დაისახონ სტრატეგია.

როგორ ვითამაშოთ

მთლიან კლასთან/ჯგუფებში: მასწავლებელი (ან მოსწავლე) აგორებს კამათელს. რა რიცხვიც ამოვა, თითოეულ მოთამაშეს შეუძლია აიღოს იმდენი ერთი, ხუთი ან ათთეთრიანი. გამოცდილ მოსწავლეებს შეუძლიათ უბრალოდ ჩაიწერონ ქულები ქვემოთ მოცემულ სამუშაო ფურცელზე. გაიმეორეთ ეს შვიდჯერ, სადაც თითოეული მოთამაშე, თითო სვლაზე აირჩევს რა რაოდენობის ერთთეთრიანი, ხუთთეთრიანი ან ათთეთრიანი აიღოს.

 

მოგებულია ის, ვინც ყველაზე ახლოს მივა 1₾-თან ისე, რომ არ გადააჭარბებს 1 ლარს.

 

წყვილებში თამაში: იგივეა რაც ჯგუფში თამაში, იმ განსხვავებით, რომ მოთამაშეები რიგრიგობით აგორებენ კამათელს და ამოსული რიცხვი მხოლოდ მათ მიემართებათ.

რჩევები

  • შეგიძლია დაბეჭდვის ნაცვლად მოსწავლეებს დაახაზინო სამუშაო ფურცელი
  • როდესაც თამაშობ სადგურებში, ან მცირე ჯგუფებში, შეგიძლია აჩვენო მოსწავლეებს როგორ დათვალონ ქულები. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ შეამოწმონ ერთმანეთის ნამუშევრები.
  • მიეცი მოსწავლეებს წაგების საშუალება (გადააჭარბონ 1₾-ს, არ შეიმჩნიო) ამით ისინი დახვეწავენ საკუთარ სტრატეგიებს. ისინი გააუმჯობესებენ სტრატეგიას მას შემდეგ, რაც გადააჭარბებენ ლარს/ძალიან ცოტა ქულას დააგროვებენ.
  • იმისთვის, რომ თამაშმა აზარტი არ დაკარგოს, ჰკითხე მოსწავლეებს, რას იზამდნენ განსხვავებულად, თუ თითო თამაშში 5 სვლა ექნებოდათ, ან ექვსი ანდაც რვა! სცადე თითოეული მათგანი და ნახე რაც მოხდება.
  • იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც სჭირდება მეტი დახმარება, შეგიძლია სამუშაო ფურცლის ნაცვლად გამოიყენო ნამდვილი მონეტები. მიეცი ყველას არჩევანის საშუალება, როგორ ურჩევნიათ თამაში.
  • თამაშის გასამარტივებლად ამოიღე ხუთთეთრიანები. გასართულებლად კი დაამატე ოცთეთრიანები.

სამუშაო ფურცლის და მაგალითის სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top