ნუცა, ანამარია, ლუკა და ნიკოლოზი წავიდნენ სანაპიროზე კენჭების შესაგროვებლად.
ნუცამ შეაგროვა 13 კენჭი.
ანამარიამ – 18.
ლუკამ – 15.
ნიკოლოზმა – 9.
1. ნუცამ თქვა: “ლუკამ და მე ერთად უფრო მეტი კენჭი შევაგროვეთ, ვიდრე ანამარიამ და ნიკოლოზმა.”
მართალია ნუცა?
ახსენი სიტყვების, სურათების, ან რიცხვების გამოყენებით.
2. ანამარიამ თქვა: “მე რომ 5-ით მეტი კენჭი მომეგროვებინა, იმდენივე მექნებოდა, რამდენიც ნუცას და ნიკოლოზს აქვთ ერთად.”
მართალია ანამარია?
ახსენი სიტყვების, სურათების, ან რიცხვების გამოყენებით.
3. ლუკამ თქვა: “ანამარიამ რომ თავისი 4 კენჭი მომცეს, მე და ნიკოლოზს ერთად მეტი კენჭი გვექნება, ვიდრე ანამარიას და ნუცას.”
მართალია ლუკა?
ახსენი სიტყვების, სურათების, ან რიცხვების გამოყენებით.
4. ნიკოლოზმა თქვა: “ყველას შეგროვებული კენჭი რომ შევკრიბოთ, 50-ზე მეტი გამოვა!”
მართალია ნიკოლოზი?
ახსენი სიტყვების, სურათების, ან რიცხვების გამოყენებით.
50-ზე რამდენით მეტი, ან ნაკლები კენჭი აქვთ მათ?