მიისაკუთრე ჩარჩო

საკითხები: მიმატება; გამოკლება

მასალები: ექვსგვერდიანი კამათელი; 3 ცალი ათეულის ჩარჩო

 

 ეს არის რბოლა წინ და უკან. როგორ შეგიძლია მოიპოვო უპირატესობა?

რატომ არის კარგი თამაში

“მიისაკუთრე ჩარჩო” არის თამაში, რომელიც აძლიერებს მიმატებისა და გამოკლების იდეის კავშირს ათეულის ჩარჩოს მოდელთან. ამავდროულად, მოთამაშეებს საკმარისი არჩევანი აქვთ იმისთვის, რომ თამაში გახდეს ამაღელვებელი.

დაწყება

ახსენი წესები და აირჩიე მოხალისე საჩვენებელი თამაშის სადემონსტრაციოდ.

შენიშვნა: პირველი თამაშისთვის, შესაძლოა, ნაკლები ჩარჩოთი ითამაშო (1 ან 2). იხილე რჩევები საკლასო ოთახისთვის.

როგორ ვითამაშოთ

დაიწყე სამი ცარიელი ათეულის ჩარჩოთი. დაფის ასაწყობად სამჯერ გააგორე კამათელი. პირველი გაგორება გვაძლევს მთვლელების რაოდენობას, რომლებიც მიდის პირველ ჩარჩოზე; მეორე გაგორება გვაძლევს იმ მთვლელების რაოდენობას, რომლებიც მიდის მეორე ჩარჩოზე; მესამე გაგორება კი – იმ რაოდენობას, რომლებიც მიდის მესამე ჩარჩოზე.

პირველი მოთამაშე ეცდება, რომ შეავსოს ყველა ათეულის ჩარჩო. მეორე მოთამაშე კი ეცდება, რომ დაცალოს ჩარჩოები.

 

მოთამაშეები აკეთებენ სვლებს. პირველი მოთამაშე აგორებს კამათელს, შემდეგ კი ამატებს იმ რაოდენობის მთვლელს სასურველ ჩარჩოს. შემდეგ მეორე მოთამაშე აგორებს და ჩარჩოდან იღებს იმ რაოდენობის მთვლელს, რამდენიც გააგორა.

თუ ათეულის ჩარჩო მთლიანად შეივსება, პირველი მოთამაშე დაიტოვებს მას და იქიდან მთვლელების ამოღება აღარ იქნება შესაძლებელი, ხოლო თუ მთლიანად დაიცლება, მეორე მოთამაშე დაიტოვებს მას და მთვლელების დამატება აღარ იქნება შესაძლებელი. როცა ყველა ათეულის ჩარჩოს მიისაკუთრებენ, ვისაც 2, ან მეტი ჩარჩო ექნება მისაკუთრებული, ის მოიგებს. 

მაგალითი

ვთქვათ, თამაში დაიწყო ორი 4-იანის და ერთი 5-იანის გაგორებით. 

ეს თამაში მსგავსად წარიმართება:

მიისაკუთრე ჩარჩო

პირველი მოთამაშე აგორებს 4-ს. ორ ფილას დებს პირველ ჩარჩოზე და ორს – მეორეზე.

მიისაკუთრე ჩარჩო

მეორე მოთამაშე აგორებს 6-ს და იღებს ექვსივე მთვლელს პირველი ჩარჩოდან. ეს ჩარჩო ახლა მეორე მოთამაშეს ეკუთვნის!

პირველი მოთამაშე აგორებს 2-ს. ის ორივე მთვლელს დებს ბოლო ჩარჩოზე.

მეორე მოთამაშე აგორებს 5-ს და ხუთ მთვლელს იღებს ბოლო ჩარჩოდან.

პირველი მოთამაშე აგორებს 4-ს და ამატებს ოთხ მთვლელს მეორე ჩარჩოს. ეს ჩარჩო სავსეა და ახლა ეკუთვნის პირველ მოთამაშეს!

მეორე მოთამაშე აგორებს 3-ს და იღებს ბოლო მთვლელებს ბოლო ჩარჩოდან.

მიისაკუთრე ჩარჩო

მეორე მოთამაშე იგებს თამაშს 2 ათიანით 1-ის წინააღმდეგ.

სააზროვნო კითხვები

  • რომელ ჩარჩოზე ითამაშებ?
  • რა გჭირდება, რომ გააგორო იმისთვის, რათა ჩარჩო მიისაკუთრო?

შეჯამება

განიხილე რა სტრატეგიები გამოიყენეს მოსწავლეებმა თამაშისას. აქვს რომელიმე მოთამაშეს უპირატესობა? პირველი რაუნდი სჯობს, თუ მეორე? თუ დრო გაძლევს საშუალებას, შეგიძლია დასვა კითხვა: რამდენი სვლა დაგჭირდება მიმდევრობით მოსაგებად? მაგალითად, თუ გაქვს სამი ათიანი ჩარჩო თითქმის სავსე და გამოიყენე გაგორება, რომ ამოიღო მთვლელები ათეულის ჩარჩოებიდან, რამდენი გაგორება დაჭირდება ყველა ჩარჩოს დაცარიელებას? სამი? ხუთი? რვა? მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიცნონ, შემდეგ კი  შეგიძლია შენ სცადო.

რჩევები

  • პირველ რიგში, მიეცი მოსწავლეებს საშუალება დათვალონ მთვლელები, რომლებსაც გამოიყენებენ და შემდგომ გადაწყვიტონ, როგორ გადაანაწილონ ისინი ათეულის ჩარჩოებზე. 
  • წესების გასამარტივებლად, შეგიძლია მოსწავლეებს მხოლოდ ერთი ჩარჩოდან ამოაღებინო მთვლელები. ასევე სცადე ერთი, ან ორი ჩარჩოთი თამაში მარტივი თამაშისთვის.
  • რთული თამაშისთვის კი მეტი ათეულის ჩარჩო გამოიყენე.

ათეულების ჩარჩოს სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top