ორი ფერის რგოლის სქემა

საკითხები: მენტალური მათემატიკა; სიმრავლეები; არგუმენტაცია; კრიტიკა

მასალები: დაფა და პროექტორი

 

ეს მენტალური მათემატიკის რუტინა აყალიბებს მნიშვნელოვან ჩვევას მოსწავლეებში.

რატომ არის კარგი აქტივობა

5-10 წუთის ინტერვალში ამ აქტივობაში ყველა მოსწავლის ჩართვაა შესაძლებელი, რაც ეხმარება მათ რიცხვთა სიმრავლეების გააზრებაში, ინტუიციისა და მენტალური სტრატეგიების განვითარებაში. ასევე აყალიბებს არგუმენტაციისა და კრიტიკულ აზროვნების უნარებს, რაც მოცემული აქტივობების მეშვეობით მეტად თვალსაჩინოს ხდის მასწავლებლისთვის, თუ რა ეტაპზე იმყოფება მოსწავლე.

დაწყება

საუბარი იწყება მარტივად და ხარისხიანად. მასწავლებელი დაფაზე წარადგენს სურათს, რომელზეც შავი და თეთრი რგოლებია გამოსახული და ეკითხება მოსწავლეებს:

  • რამდენი თეთრი რგოლია?
  • რამდენი შავი რგოლია?
  • რამდენი რგოლია სულ?

კარგად ნაცადი მიდგომაა, რომ მივცეთ მოსწავლეებს დრო სამივე შეკითხვაზე იფიქრონ, შემდეგ კი გაუზიარონ თავიანთი პასუხები მეწყვილეს, ან ჯგუფის წევრებს. როდესაც ეს პროცესი დასასრულს მიუახლოვდება, დაიწყეთ მთელ კლასთან ერთად დისკუსია, თუ რა შეიძლება იყოს სწორი პასუხი და როგორ შეგვიძლია მისი მარტივად მიხვედრა.

 

მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ორიენტირებულები არ ვიყოთ სისწრაფეზე, ან სწორ პასუხზე, არამედ თავად პროცესსა და ერთმანეთთან კომუნიკაციაზე და ახსნის სურვილზე. მიიღეთ პასუხებს შორის შეუთავსებლობები და გამოიყენეთ ეს შეუთავსებლობები იმისთვის, რომ თითოეული პასუხის ავტორმა ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა საკითხზე.

სამუშაო

ყურადღება გაამახვილეთ, რომ როდესაც უკვე ორი პასუხი იცით (თეთრების რაოდენობა და შავების რაოდენობა), შეგიძლიათ მესამე პასუხი ამ ორის ჯამის შედეგად მიიღოთ. მაგალითისთვის, თუ განსაზღვრე, რომ ფურცელზე 10 შავი რგოლია, ხოლო 15 თეთრი, მაშინ მარტივი ხდება იმის განსაზღვრა, რომ სულ 25 რგოლია. ამას კი მარტივი შეკრების ოპერაციის მეშვეობით ვაღწევთ (10+15)=მთელ რაოდენობას. ასევე შეგვიძლია თეთრი რგოლების რაოდენობას მივხვდეთ, თუ დავითვალეთ შავი რგოლების რაოდენობა (10 ერთეული) და ჯამში რგოლების რაოდენობა 25 ერთეულია. 25-10=15 თეთრი რგოლების რაოდენობის განსაზღვრა უკვე დათვლის გარეშე შეგვიძლია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაო ფურცელზე მოცემულ გარემოებაზე, თუ როგორ არიან რგოლები განაწილებული. სწორედ ამის მიხედვით უნდა შეირჩეს უფრო ეფექტური თვლის სტრატეგია. ზოგჯერ საუკეთესო გზაა რომ ჯერ საერთო რაოდენობა დათვალო. მიიღეთ მოსწავლეების შემოთავაზებული ნებისმიერი სტრატეგია რაოდენობების დათვლის დროს. ეს განსხვავებები ასაზრდოებს და ამრავალფეროვნებს იმ დისკუსიას, რომელიც ამ აქტივობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.

სააზროვნო კითხვები

  • ვის სურს ახსნას, პასუხის მიღების გზა?
  • ვერ მიგივხვდი, შენ გსურს ჯერ ეს ჯგუფი დავითვალო (თეთრი, შავი, ან მთლიანი სიმრავლე)?
  • რატომ გადაწყვიტე, რომ მაინცდამაინც ეს კონკრეტული ჯგუფი დაგეთვალა, ან როგორ მიაკვლიე მაგ პასუხს, როგორ მიხვდი?
  • როგორც ჩანს, შეამჩნია, რომ თითო მწკრივში ათი რგოლია და ათეულები დათვალა. კიდევ ვინ აირჩია ეს სტრატეგია?
  • მიუტრიალდი შენს მეწყვილეს და აუხსენი შენ როგორ დათვალე.

რჩევები

  • მოსწავლეები დაელოდებიან შენგან იმას, რომ რომელიმე ხერხს, ან პასუხს ლეგიტიმაციას მიანიჭებ და იტყვი, რომ ეს არის თვლის სწორი ხერხი. არ გამოარჩიოთ სწორი მეთოდი არასწორი მეთოდისგან. აქ მთავარი ახსნაა, რაზეც უნდა გაკეთდეს ორიენტირი და არა ტექნიკური შესრულება.
  • გამოსადეგი ქცევის წესი: იმისთვის რომ მოსწავლეებმა გამოთქვან საკუთარი აზრი, უბრალოდ ხელი მიიდონ მკერდთან და არ იქნიონ ჰაერში.  
  • შეაშველეთ მოსწავლეებს კონსტრუქციული სამეტყველო ლექსიკონი: „მე არ ვიზიარებ წარმოთქმულ ვარიანტს, რადგან…“ და „მე ვეთანხმები ____, რადგან“
  • ყოველთვის შეინარჩუნე უსაფრთხო და პოზიტიური განწყობა ბავშვებისათვის.
  • არ ინერვიულო, თუ ვერ მიაღწევ საბოლოო შეთანხმებას ყველასთვის. ზოგჯერ მოსწავლეებს მეტი დრო სჭირდებათ. შენ შეგიძლია გადახვიდე სხვა აქტივობაზე, როცა ამას საჭიროდ ჩათვლი.
  • ამ აქტივობის გაკეთება უმჯობესია 5-10 წუთით, რეგულარულად, ვიდრე ერთჯერადად და ხანგრძლივად. თითო ჯერზე გააკეთე მაქსიმუმ ორი სამსჯელო ფურცელი.

სურათების სანახავად გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top