საკითხები: არითმეტიკა; მიმატება; შედარება; მეტობა; ნაკლებობა
მასალები: კოპლებიანი ბარათები, ან კოპლებიანი დომინოს ქვები
აირჩიე შენი გამოწვევა! ყველაზე დიდი ჯამი იგებს თამაშს.
რატომ არის კარგი თამაში
კოპლებით თამაში კარგი გამოწვევაა ბავშვებისთვის და მათ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში ეხმარება.
როგორ ვითამაშოთ
ამოირჩიე მსურველი კლასიდან და სადემონსტრაციოდ მასთან ერთად ითამაშეთ. თამაშის პროცესში აუხსენით სხვა ბავშვებს წესები. უმჯობესია, სადემონსტრაციო თამაში ითამაშოთ ორ მოთამაშეს შორის, მაგრამ შესაძლებელია სამ ადამიანს შორის თამაშიც.
კოპლები არის კარგი თამაში 2-3 მოთამაშისთვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია 6 მოსწავლეც იყოს ერთდროულად თამაშის პროცესში ჩართული, თუ არის დაკვირვების საშუალება.
გაყავით კოპლებიანი კარტები, ან დომინოები თანაბრად ჯგუფებს შორის. თითოეულ თამაშში მოთამაშისთვის დამაინტერესებელია ის, თუ რამდენი კარტის გადმოტრიალებას შეძლებს. პირველ ჯერზე მოთამაშე ატრიალებს n რაოდენობის კარტს და შემდეგ დანარჩენი მოთამაშეებიც ამავე რაოდენობის კარტს ატრიალებენ. ვისაც ყველაზე მეტი რიცხვი ექნება ჯამში ისაა გამარჯვებული. ფრის შემთხვევაში თითოეული მოთამაშე ატრიალებს კიდევ ერთ კარტს და უმატებს უწინ მიღებულ ჯამს, რის შემდეგაც ვლინდება გამარჯვებული.
მაგალითი
რაუნდი 1: პირველი მოთამაშე ირჩევს ორი კარტის ამოტრიალებას. შემდეგ ყოველი მოთამაშე ატრიალებს ორ-ორ კარტს თავ-თავიანთი დასტებიდან. პირველმა მოთამაშემ ამოატრიალა 4-იანი და 3-იანი, ჯამში 7. მეორე მოთამაშემ ამოატრიალა 9-იანი და 0-იანი, ჯამურად 9. ეს რაუნდი მეორე მოთამაშემ მოიგო და მიისაკუთრებს ამობრუნებულ ოთხ კარტს, რომელსაც საკუთარი დასტის ქვემოთ დადებს.
რაუნდი 2: მე-2 მოთამაშე ასახელებს კარტების რაოდენობას, მაგალითად 3 კარტი, რის შემდეგაც ირჩევენ კარტებს თავიანთი დასტებიდან. პირველმა მოთამაშემ ამოაბრუნა 5, 6 და 8, ჯამში 19. მეორე მოთამაშემ კი – 1, 10 და 8, ჯამში აქაც 19 გამოვიდა. ფრეს შემთხვევაში იქამდე გრძელდება კარტების დამატება და ამოტრიალება სანამ, რომელიმე მათგანი არ გაიმარჯვებს. მაგალითად, თუ ფრე დამთავრდა ორივე მათგანმა უნდა აიღოს დამატებითი კარტი: პირველი მოთამაშე იღებს 3-ს, მეორე მოთამაშე იღებს 1-ს. ამ შემთხვევაში, პირველ მოთამაშეს უგროვდება ჯამში 22 ქულა, მეორეს კი – 20. გამარჯვებულია პირველი.
სააზროვნო კითხვები
- მაჩვენე, როგორ გადათვალე და შეკრიბე.
- როცა მხოლოდ თითო კარტია ამოტრიალებული, რას ვარაუდობ, მოიგებ, თუ წააგებ ამ რაუნდს?
- მიიღე 10-ზე მეტი?
- რომელი ფერის რგოლებია ყველაზე მარტივი დასათვლელი და შესაკრები?
- რომელია ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც კარტების შეკრებით შეგვიძლია მივიღოთ.
- მზად ხართ ახლა თამაში 3, 4, ან 5 კარტით გავაგრძელოთ?
რჩევები
- ეს არის მოსახერხებელი თამაში დაწყებითი საფეხურებისთვის. იმისთვის რომ თამაში გახადოთ უფრო მარტივი, უბრალოდ მოაშორეთ დიდი რიცხვები ბანქოს ან დომინოს ქვებს. ან შეგიძლიათ შეთავაზოთ მოსწავლეებს რომ რამდენი ქვა ან კარტიც უნდათ იმდენი აირჩიონ.
- გამოიყენეთ ერთსახიანი დომინოები (მარტო ერთ ნახევარზე როცაა რიცხვი) დაწყებით საფეხურებზე, რადგან ასე მეტად ეჩვევიან.
- თუ თამაშის გართულება გვსურს, მაშინ უნდა გავზარდოთ ამოსატრიალებელი კარტების რაოდენობა.
- უმჯობესია ეს თამაში ითამაშოს ორმა მოთამაშემ, მაგრამ სამ ადამიანს შორისაც შესაძლებელია მისი თამაში. შეეცადეთ ყველანაირ ფასად თავიდან აირიდოთ 4-ზე მეტი მოთამაშე ერთ ჯგუფში. მაგრამ გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება 4-ზე მეტ მოთამაშიანი ჯგუფებისთვის, თუ უფროსი ადევნებს თვალ-ყურს მათ თამაშს. ამ შემთხვევაში თამაში უფრო სახალისოც კი ხდება. თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ უკვე გამოყენებული კარტების უკან დაბრუნება, თორემ შეიძლება რაოდენობრივად არ გეყოთ.