დახაზე ეს ნახატი დაფაზე, უთხარი მოსწავლეებს, რომ ყოველი რიცხვი არის ქვედა ორ უჯრაში მოთავსებული რიცხვების ჯამი. მაშინ რა რიცხვი მოთავსდება ცარიელ უჯრაში?
1. საშუალება მიეცი გაარჩიონ და შემდეგ გიპასუხონ (2).
2. შემდგომ აჩვენე ეს სამსაფეხურიანი თავსატეხი. მოსწავლეებს საშუალება მიეცი იმუშაონ და შეადარონ პასუხები, შემდეგ კი, უთხარი რა რიცხვები უნდა მოთავსდეს ცარიელ უჯრებში (3,5,1)
3. ბოლოს აჩვენე ოთხსაფეხურიანი თავსატეხი.
სააზროვნო კითხვები
დაასრულე პატარა დისკუსიით, ჰკითხე რას ამჩნევენ მოსწავლეები ამ თავსატეხებში.
რამოდენიმე გასათვალისწინებელი კითხვა:
- არსებობს მათი ამოხსნის კარგი სტრატეგია?
- რამდენი უჯრის შევსებაა საჭირო პირამიდა თავსატეხის ამოსახსნელად?