დაწერე დაფაზე 3 × 4. ჰკითხე მოსწავლეებს, თუ რას ნიშნავს ეს და როგორ დავხატოთ 3 × 4? მიეცი მოსწავლეებს დრო, რომ გაგიზიარონ საკუთარი იდეები. მთავარი მომენტები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება საუბრისას:
- გამრავლების ნიშანი „ד შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც „რაღაცის ჯგუფი“. მაგალითად 3 × 4 იგივეა რაც „ოთხის სამი ჯგუფი“.
- არსებობს ამის დახატვის რამდენიმე გზა. ერთ-ერთია, რომ დავხატოთ მართლა 3 ჯგუფი და თითოში ჩავდოთ ოთხი ობიექტი.
- მეორე გზაა, რომ დავხაზოთ ცხრილი, სამი სვეტით და ოთხი რიგით.
- როდესაც ყველანაირად შეთანხმდებით პასუხზე (3 × 4 = 12), ანახეთ ცხრილში, თუ სად უნდა ჩასვან ეს 12, გაუკეთეთ დემონსტრაცია.
- დაგეგმე ერთი, ან ორი სხვა მაგალითიც (მაგ: 5 × 5 ან 1 × 4) კლასთან ერთად იქამდე, სანამ პირველ სამუშაო ფურცელს მისცემთ.
- ასევე მიუთითეთ, რომ ფურცლის მეორე მხარეს არის წერტილებით შევსებული ცხრილი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ.
როდესაც მოსწავლეები მორჩებიან 5-იანი გამრავლების ცხრილს, წამოიწყეთ საუბარი კანონზომიერებებზე ამ რიცხვებს შორის. მოკლე შეჯამება შეიძლება გაკეთდეს ამ ყველაფრის დაკვირვებების და აღმოჩენების გაზიარებით.
აქვე მოცემულია კიდევ ერთი სამუშაო ფურცელი, 10-იანი გამრავლების ცხრილი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო სურვილისამებრ (მაგალითად, გაკვეთილის დარჩენილ დროში/ სხვა გაკვეთილზე/ 5-იანი ცხრილის ნაცვლად).