საკითხები: სამნიშნა რიცხვების მიმატება; შეფასება; ალბათობა
მასალები: 6 მხრიანი კამათელი (ან ონლაინ ვერსია); რვეული; კალამი
რამდენად შეგიძლია მიუახლოვდე 999-ს, ისე, რომ არ გადაცდე?
რატომ არის კარგი თამაში
არ გატეხო ყულაბა არის ძალიან კარგი საფიქრალი აქტივობა. ძალიან ცოტა დრო სჭირდება თამაშს, ამიტომ შეგიძლია გამოიყენო გამხსნელად, ან ბოლო 5 წუთის შესავსებად. სახალისოა, ბავშვებს ძალიან უყვართ და თან მიმატების კარგი სავარჯიშოა. სავარაუდოდ თავიდან მოსწავლეებს გაუტყდებათ ყულაბები (გასცდებიან 999-ს), თუმცა ნელ-ნელა მათ გაუუმჯობესდებათ შეფასების უნარი და ჩამოიყალიბებენ სტრატეგიებს. რა ჯობია, რომ ეწეროს ასეულების გრაფაში 8, თუ 9?
როგორ ვითამაშოთ
ყველა მოთამაშე აკეთებს ასეთ დიაგრამას თავის ფურცელზე:
.
მთელი კლასის თამაში: მასწავლებელი (ან მოსწავლე) აგორებს კამათელს. რა რიცხვიც ამოვა, ყველა მოთამაშე ამ რიცხვს წერს თავისი 9 უჯრიდან ნებისმიერში. 9 ასეთი სვლის შემდეგ დაფა შეივსება და სამივე სამნიშნა რიცხვი უნდა მივუმატოთ ერთმანეთს. მიზანია მივიღოთ რაც შეიძლება მაღალი სამნიშნა რიცხვი, თუ გადავცდებით 1000, წავაგებთ.
მცირე ჯგუფებში თამაში: იგივეა, რაც მთელ კლასთან თამაში, გარდა იმისა, რომ კამათელს რიგრიგობით აგორებთ და ყველას თავისი რიცხვები აქვს.
სააზროვნო კითხვები
- რა არის კარგი სტრატეგია ამ თამაშისთვის?
- სად ჩასვამ ამ 5-ს?
- უკვე ხომ არ „გატეხე ყულაბა“? საიდან იცი?
რჩევები
- როცა თამაშობთ მთელი კლასი, ხანდახან მოსწავლეებსაც გააგორებინე.
- შენც ითამაშე დაფაზე და ყოველი ჩასმისას ხმამაღლა იმსჯელე (გულწრფელად). ახსენე ტერმინები: ერთეული, ათეული და ასეული.
- პირველ ხელში შეიძლება ზოგმა ვერ გაიგოს თამაშის პრინციპი. არაუშავს, 1 თამაშის მერე ყველა აგყვება.
- დისტანციური ჯგუფებისთვის: https://mathigon.org/polypad/JFNNvDfbFj4ZUQ