ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენე 10-ეულების დაფა, ან დახატე პირობის შესაბამისი სურათი.
ელისაბედი, ნინო, ნიკოლოზი და სანდრო წავიდნენ საცხობში.
თითოეულმა იყიდა 12 პატარა ნამცხვარი.
- ელისაბედმა 3 ნამცხვარი შეჭამა, 2 კი ნინოს მისცა. შემდეგ საცხობიდან წავიდა. რამდენი ნამცხვარი წაიღო თან ელისაბედმა?
- ნინომ ელისაბედისგან 2 ნამცხვარი მიიღო,შემდგომ კიდევ 2 ნამცხვარი იყიდა, 1 კი შეჭამა. მოგვიანებით ისიც გავიდა საცხობიდან. რამდენი ნამცხვარი წაიღო ნინომ?
- ნიკოლოზმა კიდევ 10 ნამცხვარი იყიდა. აქედან 5 შეჭამა, 2 კი სანდროს მისცა და გავიდა საცხობიდან. რამდენი ნამცხვარი წაიღო თან ნიკოლოზმა?
- სანდრომ 2 ნამცხვარი ნიკოლოზისგან მიიღო, შემდგომ კიდევ 18 ნამცხვარი იყიდა. მათგან 4 შეჭამა და საცხობიდან წავიდა. რამდენი ნამცხვარი დარჩა სანდროს?
ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენე 10-ეულების დაფა, ან დახატე პირობის შესაბამისი სურათი.
ელენე, სალომე, გიორგი და გიგი წავიდნენ საცხობში.
თითოეულმა იყიდა 32 პატარა ნამცხვარი.
- ელენემ 13 ნამცხვარი შეჭამა, 2 კი სალომეს მისცა. ამის შემდეგ საცხობიდან გავიდა. რამდენი ნამცხვარი წაიღო ელენემ?
- სალომემ 2 ნამცხვარი ელენესგან მიიღო. შემდგომ თვითონ კიდევ 12 იყიდა, მათგან 7 შეჭამა და ისიც გამოვიდა საცხობიდან. რამდენი ნამცხვარი დარჩა სალომეს?
- გიორგიმ 21 ნამცხვარი იყიდა. 13 შეჭამა, 12 კი გიგის მისცა და საცხობი დატოვა. რამდენი ნამცხვარი წაიღო გიორგიმ?
- გიგიმ 12 ნამცხვარი გიორგისგან მიიღო, შემდეგ კიდევ 38 იყიდა. მათგან 14 ნამცხვარი შეჭამა და საცხობიდან გავიდა. რამდენი ნამცხვარი დარჩა გიგის?