ეზოს ამოცანები

ჩაწერეთ გამოსახულება, ან დახატეთ ამოცანის ამოხსნა.

 

  1. ელისაბედმა ეზოში 6 ლოკოკინა და 7 კალია ნახა. რამდენი ლოკოკინა და კალია უნახავს მას ჯამში?
  2. ანამარიამ გუშინ 14 მსხალი მოწყვიტა ხიდან, დღეს დილით კი – 7 მსხალი. რამდენი მსხალი აქვს ანამარიას ახლა?
  3.  მარიამს ჰქონდა 18 სტაფილო. მან შეჭამა 5 სტაფილო, შემდეგ კი სამი სტაფილო მოუტანა დონალდმა. რამდენი სტაფილო აქვს ახლა მარიამს?
  4.  ორშაბათი დაიწყო და სკოლაში წამოსვლამდე ვიყიდე 8 მარწყვი. შაბათს კვლავ ვიყიდე, ოღონდ ამჯერად 9 მარწყვი. კვირა დილით ეზოში მომწიფებული 10 მარწყვიც მოვკრიფე. საღამოსკენ კი ჩემი მარწყვებიდან 11 ცალი შევჭამე. რადენი მარწყვი დამრჩა ახლა მე?
  5.  დაწერეთ თქვენი მოგონილი ამოცანა გამოსახულებისთვის: 13 – 8 = 5

სამუშაო ფურცლების სანახავად, გადმოწერე აქტივობა

Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top