დაალაგე და დათვალე

საკითხები: თვლა; გამოტოვებით თვლა; მიმატება; გამრავლება(არჩევითი)

მასალები: ქაღალდი; ფანქარი; სათვლელები (ღილაკი, მარცვლები, ქვები, ფანქრები, მარკერები, ბლოკები და სხვა); ათეულის ჩარჩო (რეკომენდირებული)

რატომ არის კარგი აქტივობა

ეს შესანიშნავი გზაა, რომ თვლით და შედარებით გავიკვლიოთ გზა მიმატებისა და გამოკლებისაკენ.

დაწყება

დაალაგე ნივთების გროვები ოთახის სხვადასხვა ადგილებში. ნივთები უნდა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფერის, თუმცა რაღაც ნიშნებით მსგავსი. პატერნის ბლოკები არის იდეალური მაგალითი, რადგან ისინი სხვადახვა ფერისაა, მაგრამ რაღაც საერთო ნიშნებით არის გაერთიანებული.

აუხსენი მოსწავლეებს, რომ მათი საქმეა ყოველი კოლექცია დააჯგუფონ ფერის, ან ზომის მიხედვით. შემდგომ, ისინი დაითვლიან რამდენი საგანია თითოეულ ჯგუფში და ამ რიცხვებს ჩაიწერენ. საბოლოოდ, ისინი შეადარებენ ჯგუფებს და დაალაგებენ პატარიდან დიდისკენ და თუ მზად არიან ჩამოწერენ რიცხვებს უმცირესიდან უდიდესისკენ, სურვილისამებრ მათ შორის “<” სიმბოლოს გამოყენებით.

სააზროვნო კითხვები

  • საიდან იცი, რომ წითელ ჯგუფში მეტია, ვიდრე ლურჯში?
  • რამდენით მეტია მასში?
  • სცადე ამ რიცხვების დაწერა. რამდენია უმცირეს ჯგუფში?
  • სცადე ათეულის ჩარჩოს გამოყენება თვლის დროს? მე ვფიქრობ, დაგეხმარებოდა. მოდი, გამოვიყენოთ.
  • (დამატება) რამდენი ფილაა მწვანე და ლურჯ ჯგუფში ერთად?

შეჯამება

არ ხარ ვალდებული, რომ ეს აქტივობა პირველი დღის ბოლოს შეაჯამო; კოლექციების თვლა და დალაგება შეიძლება იყოს ის, რასაც დაუბრუნდები, რათა საშუალება მისცე მოსწავლეებს, ნივთების უფრო დიდ და რთულ დაჯგუფებებზე გამოსცადონ თავიანთი მეთოდები.

 

თუმცა, პროცესში სტრატეგიების განხილვა შესაძლოა კარგი იყოს. როცა მოსწავლეები მორჩებიან თვლას, განიხილე მოსწავლეების გამოყენებული სტრატეგიები. უფრო მარტივი იყო 2-ებად დათვლა? 10-ებად? დაგეხმარა ნივთების მოწესრიგებულად დალაგება ათეულის ჩარჩოზე? რას იტყვი ჯგუფების შედარებაზე? ხომ არ აღმოგიჩენია რამე მარტივი გზა, რომ გაგვეგო რიცხვების/ჯგუფების რაოდენობა მეტი იყო, თუ არა სხვებზე?

რჩევები

  • ამ აქტივობის განვრცობა ყველაზე მარტივად უფრო მეტი, ან ნაკლები ნივთების შემცველი გროვების დალაგებით შეგიძლია.
  • პირველი დღისთვის დარწმუნდი, რომ მოსწავლეებისთვის გაქვს ცოტა რაოდენობის (5-20 ნივთიანი) ბევრი გროვა.
  • ათეულის ჩარჩო ხელმისაწვდომი გახადე თვლაში დასახმარებლად.
  • ძალიან ბუნებრივი იქნება, რომ ეს აქტივობა განვავრცოთ მიმატებისა და გამოკლების კითხვებით. მიმატების შემთხვევაში, იკითხე რამდენი ნივთია 2, ან მეტ ჯგუფში. (რამდენი ფილაა მწვანე და ლურჯ ჯგუფში ერთად? რამდენი ფილაა წითელ და ყვითელ ჯგუფში? ყველა ჯგუფში?)
  • გამოკლების შემთხვევაში, იკითხე რამდენით მეტი ნივთია უდიდეს ჯგუფში მის წინა ჯგუფთან შედარებით. (ყვითელში უფრო მეტი ფილაა ვიდრე წითელში? რამდენით?)
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top