საკითხები: ლოგიკა; კანონზომიერება; თვლა; მიმატება; გამოკლება
მასალები: მთვლელები (მაგნიტები, მონეტები და სხვა) და/ან ქაღალდი და ფანქარი
თითოეულ სვლაზე შეგიძლია აიღო 1, ან 2 ერთეული გროვიდან. მთავარი შეკითხვაა – როგორ უნდა აიღო ბოლო ერთეულ(ებ)ი შენ?
რატომ არის კარგი თამაში
ნიმი არის სახალისო და გამოწვევებით სავსე თამაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. Სწორად გაკეთების შემთხევაში, თამაშში შეგვიძლია ჩავრთოთ ყველა ბავშვი, როგორც ბაღიდან, ასევე დაწყებითი კლასებიდანაც და დავაკავშიროთ მარტივ თვლასთან, არითმეტიკასთან და გაყოფასთან. თამაშის ბოლომდე დასრულება ძალიან დიდი მიღწევაა თითოეული ბავშვისთვის.
დაწყება
აარჩიე მოხალისე თამაშის სადემონსტრაციოდ. შეგიძლია აუხსნა წესები სწრაფად და დაიწყოთ (სხვა მოსწავლეები ისწავლიან დაკვირვებით). კარგი იქნება, თუ მოსწავლეები მოგაწვდიან იდეებს, იმის შესახებ, თუ რა უნდა ქნა. მშვიდად, ერთი, ან ორი თითის აწევით. კარგი იქნება, თუ თქვენ მოიგებთ დაწყებულ თამაშს. თამაშის ნიმუში.
როგორ ვითამაშოთ
ნიმს ორი მოთამაშე ჰყავს. დაიწყეთ 10 სათვლელით. Შენს სვლაზე უნდა გადადო ერთი, ან ორი სათვლელი, მეტი არ შეგიძლია. ვინც გადადებს ბოლოს, ის იქნება მოგებული.
მაგალითი
პირველი მოთამაშე იღებს ერთ სათვლელს, დარჩა 9
მეორე მოთამაშე იღებს ერთ სათვლელს, დარჩა 8
პირველი მოთამაშე იღებს ერთ სათვლელს, დარჩა 7
მეორე მოთამაშე იღებს ორს სათვლელს, დარჩა 5
პირველი მოთამაშე იღებს ერთ სათვლელს, დარჩა 4
მეორე მოთამაშე იღებს ერთ სათვლელს, დარჩა 3
პირველი მოთამაშე იღებს ერთ სათვლელს, დარჩა 2
მეორე მოთამაშე იღებს ორ სათველს, დარჩა 0 და მოიგო თამაში
სამუშაო
მთავარი შეკითხვა შემდეგია: როგორ შეიძლება მოიგო თამაში “1-2 ნიმ”?
რა იქნებოდა ყველაზე კარგი სტრატეგია?
წაახალისე მოსწავლეები, რომ გააკეთონ დაშვებები და ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოიგონ თამაში. შემდგომ კი, მართლაც გამოსცადონ ეს სტრატეგიები.
აქვს, თუ არა ოპონენტის ნაბიჯებს გავლენა მათ წაგება-მოგებაზე?
სამეულში თამაშიც კარგია. თამაშობს ორი, ხოლო მესამე აკვირდება. Შემდეგ ისინი ცვლიან როლებს, რის შედეგადაც თამაში არ ხდება მომაბეზრებელი.
წაახალისეთ მოსწავლეები, რომ გაიაზრონ წაგება, როგორც ახალი შეასაძლებლობა გასაუმჯობესებლად, ან დაამატონ ახალი სტრატეგიები მომავალში.
Პირველკლასელებისთვის, თუ არ არის შესაძლებლობა უფრო ღრმად გაიაზრონ სტრატეგიის ელემენტები, ძალიან სასარგებლოა თვალყურის დევნება იმაზე, თუ როგორ მცირდება გროვა ერთი, ან ორი მთვლელის მოშორებით. ამაში დაეხმარებათ, თუ ყოველ ჯერზე დაასახელებენ რიცხვებს. ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ათეულების ჩარჩო.
მთავარი იდეა იმაშია, რომ შენ შეგიძლია ითამაშო ნაკლები მთვლელით, რაც უფრო მარტივს ხდის ფიქრს იმაზე, თუ რა გააკეთო.
შეგიძლია შეკრებო მოსაწვლეები და გამოიწვიო, რომ ნაკლები მთვლელებით ითამაშონ (მათ შეუძლიათ მოითხოვონ რამდენად ნაკლები იყოს). ეს კარგი გზაა ყველას ჩართვისათვის.
გამოწვევები
მოსწავლეებს, რომლებიც მიხვდებიან თამაშს პრინციპს, შეგიძლია შესთავაზო შემდეგი გამოწვევები:
- როგორ მოიგებდი თამაშის იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებდი 20 გროვით? 30? 100? 217?
- ეს გამოწვევები შეგიძლია შესთავაზო 1-2-3 ნიმ-ის, ან საწამლავის თამაშის შემთხვევაში.
1-2-3 ნიმ: მოთამაშე თითოეულ ჯერზე იღებს 1,2, ან 3 მთვლელს.
საწამლავი: ვინც ბოლო მთვლელს იღებს, აგებს.
სააზროვნო კითხვები
- Რა სვლა უნდა გავაკეთო (მასწავლებელმა)?
- როგორ მოვიგოთ თამაში?
- რას ფიქრობ, რას გააკეთებს შენი მოწინააღმდეგე, თუ შენ აიღებ ორ მთვლელს?
- დააბრუნებდი შენს სვლას?
- რა შეამჩნიეთ ამ თამაშში?
- ვინც იწყებს, ის იგებს.
- ყოველთვის მეორე მოთამაშე იგებს.
- გროვაში კენტია, თუ ლუწი, ეგ განსაზღვრავს თამაშს.
- მნიშვნელობა არ აქვს რას იზამ, სანამ 6 სათვლელი არ დარჩება გროვაში.
- ვინც შეძლებს, რომ ოპონენტს 4 სათვლელი დაუტოვოს, მოიგებს.
შეჯამება
Მოსწავლეებს, სავარაუდოდ, სხვადასხვა დამოკიდებულება ექნებათ მათ მიერ შერჩეულ სტრატეგიებზე. თქვენ შეგიძლიათ დახუროთ გამოწვევით, რომ რომელიმე მოსწავლე გეთამაშოთ და ნახოთ, თუ შეუძლია მას თქვენი დამარცხება. თუ მან ეს შეძლო, კლასი გახარებული იქნება. თუ ვერ შეძლო, ეს ნიშნავს, რომ მათ კიდევ მეტი აქვთ გასარკვევი, იმისთვის რომ გახდნენ მასტერები.
რჩევები
- ითამაშეთ დემონსტრაციისთვის მოხალისესთან, მინიმუმ სამჯერ (ან მეტჯერ), სანამ არ დარწმუნდებით, რომ ყველას ესმის და აღფრთოვანებულია თამაშით.
- “1-2 ნიმ”- ის დემონსტრირებისას ხმამაღლა ისაუბრეთ თამაშის შესახებ, გამოიყენეთ მათემატიკური ტერმინები და დატოვეთ ცარიელი ადგილები მოსწავლეებისთვის: ჩემმა მოწინააღმდეგემ აიღო 2, დარჩა … (ელოდებით მოსწავლეებს) 5 გროვაში. ვინ გვირჩევს რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ?
- შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ისინი ბევრ თამაშში წააგებენ და რომ ყოველი წაგება არის სწავლის შანსი. შეუძლიათ მათ გაიმეორონ იმ ადამიანის სტრატეგია, რომელმაც დაამარცხა? სცადონ ახალ სტრატეგიები, როდესაც ისინი სადემონსტრაციო თამაშს თამაშობენ,
- როდესაც ბავშვები თამაშობენ ერთმანეთთან, განიხილეთ რა სტრატეგიებს ავითარებენ. გამოიწვიეთ ისინი, რომ თქვენთან ითამაშონ და ნახონ, თუ შეუძლიათ თქვენი დამარცხება.
- წაახალისეთ მოსწავლეების ვარაუდები, მაგრამ ნუ უწოდებთ მათ მცდარს, ან ჭეშმარიტს. გამოიწვიეთ ისინი, რომ თავად შეამოწმონ ვარაუდები.
- ეს თამაში ძალიან კარგია სადგურებად დაყოფისას, მას შემდეგ, რაც ბავშვებს ეცოდინებათ როგორ ითამაშონ.
- გამოიყენე ტერმინი „სამიანი მახე“ იმ სიტუაციისთვის, როდესაც მოწინააღმდეგეს ტოვებ 3 მთვლელით. მოგების სურვილი მოთამაშეებს გაუჩენს ინტერესს, რომ აღმოაჩინონ, თუ რამდენი მთვლელი უნდა დარჩეს ხოლმე მოწინააღმდეგეს ყოველ სვლაზე იმისთვის, რომ მოიგონ.
- არსებობს ორი ძალიან ძლიერი მიდგომა ნიმის ამოხსნისთვის. პირველი გზაა, რომ ძალიან გავამარტივოთ. როგორ გავამარტივოთ? დავიწყოთ 1 მთვლელით! ძალიან მარტივია რაც უნდა ვქნათ ხომ? მოდი ახლა ვნახოთ 2-ზე რა მოხდება. 3-ზე?
- Მეორე მიდგომა არის მონაცემების თანმიმდევრული ორგანიზება. ცხრილით ძალიან კარგად შეიძლება ამის მოხერხება
- არ წაახალისო, თუ მოსწავლეებს ენდომებათ 3-ში თამაში. ზოგადად კარგია ხოლმე ასეთ თამაშებში მოთამაშეების რაოდენობების ცვლა, თუმცა აქ არა.
- არჩევითი საშინაო დავალება: ასწავლეთ “1-2 ნიმ” მეგობარს, ან ოჯახის წევრს.