საკითხები: თვლა; გამოტოვებით თვლა; მიმატება; გამრავლება
მასალები: ქაღალდი; ფანქარი; საგნები (ღილები, მარცვლები, სათვლელები…)
Ბავშვებს უყვართ საგნების თვლა. ეს არის მარტივი სავარჯიშო და კარგი გზა, რომ ბავშვები აღვაფრთოვანოთ არითმეტიკით. კოლექციების თვლა ბავშვებს ეხმარება თანრიგების გააზრებაში.
რატომ არის კარგი აქტივობა
სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლას მოსწავლეები თვლის მეშვეობით იწყებენ. მაგრამ რატომ უნდა დაინტერესდნენ მოსწავლეები ამით, თუ მათ არ სჭირდებათ რაიმეს დათვლა?
ამისათვის საჭიროა სათვლელი ობიექტები, კოლექციები, რომლებთანაც მოსწავლეებს ექნებათ შეხება. მოცემული აქტივობა კი თანრიგებს (ერთეულებით, ათეულებით, ასეულებით თვლა), მიმატებასა (ორი ან მეტი პატარა ჯგუფის დათვლა და შეკრება) და გამრავლებას (თვლა გამოტოვებით, ობიექტების განლაგება) უფრო ხელშესახებს, პრაქტიკულსა და სახალისოს ხდის.
ამასთან ერთად, ყოველი ახალი მეთოდი და თვლის ალგორითმი შეიძლება პრაქტიკულად შემოწმდეს გაკვეთილზე. კოლექციების თვლა არის შეუცვლელი ინსტრუმენტი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.
დაწყება
ობიექტები დაანაწილეთ ოთახის სხვადასხვა ნაწილში. მაგალითად, შეიძლება იყოს ჭიქები, ბლოკები, კუბები, ღილაკები, მარკერები და ა.შ.
დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობის ობიექტები გაქვთ, იმისთვის რომ თვლისას მოსწავლეებმა შეძლონ, როგორც პატარა (6-20), ისე დიდი რიცხვების გამოყენება.
დანომრეთ კოლექციები ოთახში. უთხარით Მოსწავლეებს, რომ მათი დავალებაა იპოვონ არსებული კოლექციები და დათვალონ რამდენი საგანია თითოეულ მათგანში. გარდა ამისა, სასურველია ახსნან, თუ როგორ მიიღეს პასუხი.
შეგიძლიათ საჩვენებლად დათვალოთ პატარა კოლექცია, რომ მიხვდნენ თამაშის პრინციპს.
Მოსწავლეებს შეუძლიათ იმუშავონ წყვილებში. თითოეულ წყვილს შეუძლია აარჩიოს ნაკრები და დათვალოს. თითოეულ შემთხვევაში, ფურცელზე უნდა ჩაწერონ რა დათვალეს და რამდენი საგანი იყო ამ ნაკრებში.
სამუშაო
მოსწავლეები ითვლიან და იწერენ მათ რიცხვებს.
მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ეს დრო სხვადასხვა მიზნით. მას შეუძლია დააკვირდეს, თუ როგორ ითვლიან და ინიშნავენ მოსწავლეები მათ მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს და ამასთან ერთად, გაიგოს, თუ როგორ ესმით რიცხვები ბავშვებს.
მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ათეულების დაფები, რეზინი, ან ნებისმიერი რამ, რაც ბავშვებს დაეხმარება თვლასა და საგნების ჯგუფებად დალაგებაში.
სააზროვნო კითხვები
- რა სტრატეგიებს იყენებ დასათვლელად?
- რომელი რიცხვით თვლა გიმარტივდება ყველაზე მეტად? (მაგ. ორებით, ათებით და ა.შ.)
- Შეგიძლია დააკვირდე შენი მეწყვილის სურათს და მიხვდე როგორ ითვლიდა?
შეჯამება
არ არის საჭირო ეს აქტივობა დაასრულოთ პირველივე დღეს. ამ აქტივობას შეგიძლიათ ხშირად მოუბრუნდეთ, რათა შეამოწმოთ მოსწავლეები როგორ ითვლიან უფრო დიდ და რთულ საგანთა ჯგუფებს.
თუმცა, უმჯობესი ისქნება, პროცესში განიხილოთ სხადასხვა სტრატეგია, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ თვლას, სთხოვეთ თვლის პროცესის შეჯამება და იმსჯელეთ ბავშვების სტრატეგიებზე.
Მარტივი იყო, თუ არა ორეულებით თვლა? ათეულებით? დაგეხმარათ, თუ არა ობიექტების განაწილება ათეულების დაფაზე? Სხვა რა სტრატეგიები არსებობს? ყველა გუნდმა, რომლებმაც ერთი და იგივე საგნები დათვალეს, მიიღეს თუ არა ერთი და იგივე პასუხი? რომელი სტრატეგია არის უფრო ზუსტი? რომელი არის უფრო მარტივი?
რჩევები
- ამ აქტივობის ბავშვებზე ინდივიდუალურად მორგება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი დასათვლელი საგნების რაოდენობის გაზრდით, ან შემცირებით.
- Პირველ დღეს დარწმუნდით, რომ იყენებთ მცირე რაოდენობის საგნებს (5-20 საგანი)
- გახადეთ ათეულების დაფა ხელმისაწვდომი, როგორც დამხმარე სათვლელი საშუალება.
დამატებითი რჩევები 1-ლი კლასისთვის:
- ეს აქტივობა შეგვიძლია ნელ-ნელა უფრო გავართულოთ.
- თავდაპირველად, სამუშო ფურცელზე შეუძლიათ მხოლოდ დაწერონ, თუ რამდენი საგანი დათვალეს. შემდგომ ეტაპზე, კი შეიძლება ჯერ დაწერონ მათი ვარაუდი, შემდგომ კი დათვალონ და ასევე ფურცელზე დახატონ ისიც, თუ როგორ დათვალეს კოლექცია (დაყონ ათეულებად, ორეულებად, და ა.შ.)
- უფრო გართულებულ ვარიანტში, შეგვიძლია ბავშვებს ვკითხოთ, კიდევ რისი დათვლაა შესაძლებელი ოთახში. შეიძლება დაასახელონ: ფანჯრები, სკამები და ა.შ.
- ნუ დახარჯავ ბევრ დროს ინსტრუქციის ახსნაზე. თამაშის არსს ბავშვები მალევე მიხვდებიან და ზედმეტმა ინტრუქციამ შესაძლოა ხელი შეუშალოთ.