საკითხები: წილადები; წილადების ტოლობა
მასალები: სამუშაო ფურცლები (კვადრატების ნიმუშები); ფერადი ფანქრები/პასტელები
როდისაა ნაწილები ერთი და იგივე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ განსხვავებული სახელები აქვთ?
რატომ არის კარგი აქტივობა
ამ აქტივობის დაწყებას დრო თითქმის არ სჭირდება, ამავდროულად კი აღვივებს
მოსწავლეების შემოქმედებითობასა და ორიგინალურობას.
დაწყება
აჩვენე მოსწავლეებს უჯრებიანი ნიმუშები და უთხარი, რომ მათი დღევანდელი დავალება მარტივია, თუმცა წარმატების მისაღწევად, მათ მოუწევთ რამდენიმე სხვადასხვა გზით სცადონ ამოხსნა. მათ უნდა გააფერადონ თითოეული კვადრატის მხოლოდ ერთი ნახევარი (მოგვიანებით მეოთხედი). შეუძლიათ ეს გააკეთონ ძალიან მარტივად, ან რთულად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ვარიანტი სცადონ.
სამუშაო
მოსწავლეები აფერადებენ უჯრებს ინსტრუქციის მიხედვით. დაეხმარე მათ ქვემოთ მოცემული მინიშნებისა და შეკითხვების საშუალებით.
სააზროვნო კითხვები
- შეგიძლია მოიფიქრო რაიმე გზა კვადრატის მხოლოდ ნახევარი ნაწილის გასაფერადებლად? პირველ რიგში, გააკეთე ყველაზე მარტივი გზით, რაც მოგაფიქრდება.
- როგორ ხვდები, რომ კვადრატის ზუსტად ნახევარი გააფერადე?
- როგორ შეგიძლია კვადრატის იგივე ნაწილი სხვანაირად გააფერადო?
- პატარა უჯრები ნახევარზე გაგიყვია! ძალიან საინტერესოა… დარწმუნებული ხარ, რომ მთელის ერთი მეოთხედი გაქვს გაფერადებული?
- სცადე ბონუს შეკითხვაზე პასუხის გაცემა? სცადე!
- როგორ ფიქრობ, შეგიძლია კვადრატის მეექვსედი გააფერადო?
შეჯამება
შეარჩიე რომელიმე მოსწავლის ნამუშევარი და დაიჭირე ისე, რომ სხვებმაც დაინახონ. ჰკითხე კლასს რამდენად სწორადაა გაფერადებული კვადრატები. შეესაბამება იმ ნაწილებს, რაც უნდა გაეფერადებინათ? სთხოვე დაასაბუთონ თავიანთი აზრი.
რჩევები
ამ აქტივობისას მოსწავლეებს დასჭირდებათ გაფერადება. შეგიძლია გამოიწვიო
ისინი, რომ სცადონ გამოსახულების ჩაწერაც, ან აღწერები, რითაც ახსნიან და
დაასაბუთებენ თავიანთ ნამუშევარს. ეს ასევე დაეხმარებათ შემაჯამებელი დისკუსიისას.